სპექტაკლი წარმოგვიდგენს ჰოლივუდის კინოვარსკვლავის ჰედი ლამარის მოულოდნელად აღმოჩენილ სამეცნიერო გენიას. "ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში" - ასე იცნობდნენ ლამარს, რომელიც თავისუფალ დროს, ჰოლივუდში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტორპედოების ტექნოლოგიაზე მუშაობდა. მისი გამოგონება, რომელსაც ეწოდება სიხშირეთა ხტომითი სპექტრის ტექნოლოგია (Frequency-Hopping Spread Spectrum), დღეს გამოიყენება მობილურ ტელეფონებში, WiFi-ს, GPS-ისა და Bluetooth-ის სისტემებში. ჰედერ მესი, რომელიც ასტროფიზიკას სწავლობდა და კოსმონავტობაზე ოცნებობდა, ამ სპექტაკლში ჰედი ლამარის სახით აერთიანებს ხელოვნებისა და მეცნიერების სიყვარულს.
მესი განასახიერებს 36 სხვადასხვა პერსონაჟს, და მაყურებელს ლამარის, ჯიმი სტიუარტის, ბეტი დევისის, ლუის ბი მაიერისა და სხვათა მეშვეობით აცნობს ამ დაუჯერებელ ისტორიას.
ჰედი ლამარის მოხმობა საჭიროა, რათა ამოიხსნას საიდუმლო, თუ როგორ მოახერხა ბრწყინვალე და მომხიბლავმა მსახიობმა, ისეთი გამოგონების შექმნა, რომელმაც თანამედროვე უსადენო ტექნოლოგიების რევოლუცია დაიწყო.
შოუ პირველად დაიდგა 2016 წელს ნიუ იორკში Off Broadway-ის სცენაზე, რის შემდეგაც 19 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე მოინიშნა წარმატებული ტურნეებით, მოიპოვა 31 ჯილდო და საერთაშორისო აღიარება. იგი წარდგენილი იყო შეერთებულ შტატებში, კანადაში, ირლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ინგლისში, ზიმბაბვესა და ზამბიაში, სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტეში, ტუნისში, ალჟირში, შვედეთში, ფინეთში, უკრაინაში, იტალიაში, ისლანდიაში, კოსოვოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
სპექტაკლის მთავარი მისიაა შთააგონოს მაყურებელი, გაჰყვეს საკუთარ ვნებებს და მიზნებს - განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. დაამკვიდროს ჰედი ლამარი, როგორც ინტელექტის, გამჭრიახობისა და გამოგონებების მაგალითი.