„თეატრი შეგჭამს და თვალსაც არ დაახამხამებს“. 1970-იან წლებში ეს ამბოხებული ახალგაზრდის თავხედური წინასწარმეტყველება იყო, 2020-იანებში კი - დიაგნოზია. ძველი თეატრი ქალისთვის ერთდროულად ტაძრადაც იქცა და ციხედაც.
„ამ კედლებშივე დასრულდები“-მატილდამ ეს გამოწვევა ორმოცი წლის წინ მიიღო. მაგრამ ახლა, როცა აპლოდისმენტები შეწყდა, მან უნდა გადაწყვიტოს-ეს ხელოვნების ტაძარი მისი ხსნა იყო, თუ მისი მთავარი შეცდომა
რომელ მომენტში გადაიქცა მუსიკა მტვრად, ხოლო ცოცხალი სიყვარული - გაყინულ დეკორაციად? დრამა ერთგულებაზე, რომელიც სიგიჟეს ესაზღვრება.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+