HEALING თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
HEALING

HEALING

HEALING
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 90
advertising
რუსული

აღწერა

ახალი სპექტაკლი "HEALING" აერთიანებს ორ  ვარსკვლავს - იულია აუგსა და ჩულპან ხამატოვას!

მიხაილ დურნენკოვის პიესა ცნობილი ლატვიელი რეჟისორის, ელმარს სენკოვსის მიერ არის დადგმული. ანას (იულია აუგი) ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება, როცა მისი მამა, განკურნების საქველმოქმედო ფონდს დამფუძნებელი, იღუპება.

ფონდისა და მისი ბენეფიციარების მძიმე პასუხისმგებლობის აღება უწევს. სწორედ ამ დროს გამოჩნდება სონია (ჩულპან ხამატოვა), ჟურნალისტი გაურკვეველი და ბუნდოვანი წარსულით, მაგრამ ნათელი მიზნით - სონიას სურს, წაიღოს და გაანადგუროს ყველაფერი.

რა ელოდებათ მათ ? გამარჯვება თუ სიკვდილი? ან იქნებ... განკურნება?

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

HEALING

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება