💡 აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ქართველ ავტორ, მსახიობ და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან თემაზე: ჰარი პოტერი - „არჩევანი და პასუხისმგებლობა"
➡ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ჯოან ქეთლინ როულინგზე, ავტორზე, რომელმაც „ჰარი პოტერის“ სამყაროთი არა მხოლოდ ფენტეზის ჟანრზე, არამედ თანამედროვე ლიტერატურაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
➡ განვიხილავთ, როგორ შეძლო როულინგმა მეგობრობის, ერთგულების, არჩევანის, სიკეთისა და ბოროტების, პასუხისმგებლობისა და პიროვნული ზრდის თემების ფენტეზის სამყაროში გადატანა ისე, რომ „ჰარი პოტერი“ სხვადასხვა თაობისთვის დღემდე აქტუალურ და საყვარელ ნაწარმოებად რჩება.
➡ ვისაუბრებთ იმაზეც, რატომ გახდა ეს ამბავი გლობალური კულტურული ფენომენი, რა არის მისი ლიტერატურული ძალა და რატომ აგრძელებს „ჰარი პოტერის“ სამყარო მკითხველებთან დიალოგს დღემდე.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.