19 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება კონცერტი, სახელწოდებით „კლავესინი და პიანოფორტე“. საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი შემსრულებელი ოლგა პაშჩენკო და „საქართველოს სინფონიეტა“. კონცერტის პროგრამა სცდება ბაროკოს ეპოქას და მსმენელს სთავაზობს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის გამორჩეულ საორკესტრო და სოლო საკლავირო ნაწარმოებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკა ავთენტიკურად გაჟღერდება ისეთ ისტორიულ კლავიშიან ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა კლავესინი და პიანოფორტე, რომლებიც ორკესტრმა გასულ წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიძინა.
პროგრამა
I
ოლგა პაშჩენკო
საქართველოს სინფონიეტა
Wolfgang Amadeus Mozart (1756–1791)
Symphony in G major, K. 45a "Lambach"
Allegro maestoso, Andante, Presto
Carl Philipp Emanuel Bach (1714–1788)
Concerto in D minor for Harpsichord and Strings, Wq. 23 / H. 427
Allegro, Poco andante, Allegro assai
II
ოლგა პაშჩენკო
(სოლო)
Wolfgang Amadeus Mozart
Fantasia in C minor, K. 396/385f (completed by Maximilian Stadler)
Adagio
ოლგა პაშჩენკო
საქართველოს სინფონიეტა
Wolfgang Amadeus Mozart
Piano Concerto No. 14 in E-flat major, K. 449
Allegro vivace, Andantino, Allegro ma non troppo