ჰანა არენდტის ცხოვრებაზე დადგმული სპექტაკლი, რეჟისორი – მაია დოროჟენკო, იური ბუტუსოვისა და სერგეი ჟენოვაჩის მოწაფე. ეს სპექტაკლი არ არის ლექცია ფილოსოფიაზე. ეს დადგმაა სიყვარულზე, არჩევანზე და პასუხისმგებლობაზე. იმაზე, თუ როგორ ილაპარაკო ხმამაღლა, როცა სამყარო სიჩუმეს ამჯობინებს. ქალზე, რომელიც არ შეშინდა დენის საწინააღმდეგოდ წასვლისა. და იმაზე, რომ სრული განადგურების შემდეგაც კი შესაძლებელია ახალი დასაწყისი. სპექტაკლი რუსულ ენაზეა.