ჰამლეტი/მანქანა
თეატრი

ჰამლეტი/მანქანა

დასაწყისი: 20:00 სპექტაკლი ერთ მოქმედებადხანგრძლივობა - 85 წუთი სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ თანამედროვე მაყურებელს სთავაზობს მოულოდნელი, ორიგინალური კუთხით დანახულ, საუკუნეების წინ წამოწეულ „ჰამლეტის პრობლემას“ - მოაზროვნე ადამიანის მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში, რომლისთვისაც ისევე რთულია ადათ-წესებზე დაფუძნებული, კარგად მოფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილების განხორციელება, როგორც 1600 წელს შექსპირის პერსონაჟისათვის. სპექტაკლის ე.წ. „ხერხემალი“ წარმოადგენს გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მჲულერის თანამედროვე პოსტმოდერნულ ტექსტს, რომელიც თითქოს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ ფონზე სასოწარკვეთილებამდე მისული მოაზროვნე ადამიანების მდგომარეობაზე და გამოსავლის ძიებაზეა დაწერილი. ჰამლეტის სახე არაერთაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე მსოფლიოს გიჟურ რეალობაში ადამიანის პრობლემაზე. ძნელი სათქმელია, ეს წარმოსახვითი სიგიჟეა, თუ არა. ჰამლეტის შინაგანი მონოლოგი, ისევე როგორც შექსპირთან, არის ნიმუში ფილოსოფოსის დაძაბული ფიქრისა და შრომისა ნააზრევის ფორმირებისთვის. ჰამლეტისეულ „ყოფნა-არყოფნის“ კითხვა კარგავს ყველანაირ მნიშვნელობას, რადგან კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლებსაც კი არ აქვთ მცირედი შესაძლებლობა იმისა, რომ თავი აარიდონ მსოფლიოში მიმდინარე „კოლექტიური დანაშაულებების ორომტრიალს“.  
ჰამლეტი/მანქანა
164 Davit Aghmashenebeli Ave, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ჰაინერ მჲულერი
ჰამლეტი/მანქანა
გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ
 
 
დამდგმელი რეჟისორი / ინსცენირების ავტორი - ზურაბ გეწაძე
კოსტუმების მხატვარი – სოფო მარიამ ქორიძე
სცენოგრაფია – შოთა გლურჯიძე, ზურაბ გეწაძე
კომპოზიტორი/ცოცხალი შესრულება - ერეკლე გეწაძე
ქორეოგრაფი - ქეთი ასათიანი
ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი
 
 
მონაწილეობენ:
პაატა ინაური, ლია კაპანაძე, ნინი იაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნიკა წერედიანი, ნანუკა ლითანიშვილი, ქეთი ასათიანი, გაგი შენგელია, ჯეჯი სხირტლაძე.

ფოტო და ვიდეო

ჰამლეტი/მანქანა

ადგილი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
164 Davit Aghmashenebeli Ave, Tbilisi
1978 წელს რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის მიერ გახსნილმა თეატრმა დღეს დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და ასევე ცნობილია მსოფლიოს შემოქმედებით წრეებში. ხელოვნების ეს კუთხე ჩუღურეთის რაიონში, პატარა ისტორიულ შენობაში მდებარეობს. თეატრის შესასვლელის წინ შეგიძლიათ იხილოთ მისი დამაარსებლის ორიგინალური ქანდაკება. მიხეილ თუმანიშვილმა კარიერა შოთა რუსთაველის თეატრში დაიწყო და 1978 წლის ქართული თეატრის დღეს (14 იანვარს) გახსნა მცირე თეატრალური სტუდია, რომლის წევრებიც მისი ექსპერიმენტული კურსის კურსდამთავრებულები იყვნენ. თეატრში ძალიან მსუბუქი ატმოსფეროა, რაც ფარდის არარსებობით მიიღწევა: მსახიობები ღია სივრცეში მუშაობენ. დარბაზში 200 კომფორტული ადგილია, ხოლო სცენა აღჭურვილია თანამედროვე განათებით. დარბაზის გარეთ არის საუკეთესო ქართული ტრადიციებით გაფორმებული მყუდრო კაფე საბჭოთა ღირებულებების ოდნავი შეხებით, ასევე ფართო ფოიე. თეატრი გადის სპექტაკლებს მთელი სეზონის განმავლობაში: ოქტომბრიდან ივლისამდე. თანამედროვე მსახიობი დღეს თუმანიშვილის კურსს აგრძელებს, მრავალი სიახლეს ნერგავს და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.