(ჰ)აბო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
(ჰ)აბო

(ჰ)აბო

დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: მარიამ სიხარულიძექორეოგრაფი: გია მარღანიამხატვარი: ვახტანგ ქორიძეკომპოზიტორი: ნინო სიხარულიძერეჟისორის თანაშემწე: ნათია ბოშიშვილიმონაწილეობენ: გიორგი ჯიქურიძე, დავით ხახიძე, ნინო ლეჟავა, გიორგი კაჭახიძე, ვამეხ ჯანგიძე, მაია ხორნაული, ვახტანგ ნოზაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ვანო დუგლაძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი ყორღანაშვილი. დასაწყისი: 19:00
(ჰ)აბო
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ჰ)აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველ თეატრალურ ვერსიას გთავაზობთ. წარმოდგენის შექმნის იდეაცა და პიესის ინსცენირებაც ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ სიხარულიძეს ეკუთვნის. ეს არ იქნება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გადმოცემის კლასიკური ვერსია.
 
რამოხდა 786 წელს?
რა ხდება დღეს?
როგორ პოლიტიკას აწარმოებდნენ მაშინდელი საერო თუ სასულიერო პირები?
რა ხდება დღეს პოლიტიკურ სარბიელზე?
რა განსხვავება და რა მსგავსებაა წარსულსა და აწმყოს შორის?
მარიამ სიხარულიძემ ინსცენირებისას იხელმძღვანელა თავად იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებით „აბო თბილელის წამება“ და ნოდარ წულეისკირის „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი“.

ფოტო და ვიდეო

(ჰ)აბო

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება