28 ივნისს - Mono Hall ბათუმში, ყველა თაობისთვის საყვარელი კომპოზიტორისა და ავტორ შემსრულებელის, ნატო გელაშვილისა და ჭოხოების კონცერტი გაიმართება.
„დეკემბერი დადგაო“... „აყვავდება როცა ნუში“... „ჩემო ცისფერთვალება“ - ეს იმ ჰიტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყველა თაობისთვის საყვარელ კომპოზიტორსა და ავტორ შემსრულებელს, ნატო გელაშვილს ეკუთვნის. მონატრებული ქალაქური სიმღერები, ფანტასტიური ატმოსფერო და დაუვიწყარი საღამო, რომელიც ზაფხულის საღამოს კიდევ უფრო გაალამაზებს. ნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე.
21:00 - კარის გახსნა
23:30 - კონცერტის დასაწყისი
ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)