გურანდა ქლიბაძის გამოფენა "მეფეები და სამეფო ბაღები"
"იმ შემოქმედებით ველზე, რომელზედაც გურანდა ქლიბაძე მოძრაობს, მისი მხატვრობის ობიექტები ნაღმებივით ფეთქდებიან - ისეთი ძალით გადმოსცემს მხატვარი მათში არსებულ ენერგიას და რესურსს. თითქოს ჩვენ თვალწინ იშლება და იფურჩქნება ყვავილი, რომელსაც ხატავს; ცხენის მთრთოლარე სხეული რბოლის სისწრაფეს აფრქვევს; გადახლართული ფიგურებით გამოსახული “ადამი და ევა” და “მედეა და იასონი” წყვილის საბედისწერო გადაჯაჭვულობას განასახიერებენ; მედეას გაქცევით გაოგნებული აიეტის სხეული ჩირაღდანივით იწვის. დიადი თემებია, რომლის გადმოსაცემად მხატვარი ქაღალდის დიდ ფორმატს და გაბედულად მოქნეულ ფუნჯის მონასმს, ტიპოგრაფიული საღებავის მინანქრისებურ ფაქტურას და მონოტიპიის რთულ ტექნიკას ირჩევს. მისი მომნუსხველი და ჯადოსნური ბაღები ორაკულების ადგილსამყოფელს მოგვაგონებენ, მისტერიების ადგილს, ფიგურები - მითოლოგიურ პერსონაჟებს, მოქმედებები - რიტუალებს. მარადიული თემებია ან ამ თემებთან დაკავშირებული მოტივები. ამიტომ მის ნახატებში მარადიული ენერგიები ტრიალებს, რომელთა ნაკადში გახვეული მხატვარი ეგზისტენციალურ საიდუმლოებებს გვიზიარებს".
ბაია წიქორიძე
გურანდა ქლიბაძის გამოფენა "მეფეები და სამეფო ბაღები"
2024 წლის 28 აპრილიდან ბაია გალერეის თანამედროვე ხელოვნების სივრცე (რაზმაძის ქუჩა 68) წარმოგიდგენთ გურანდა ქლიბაძის პერსონალურ გამოფენას "მეფეები და სამეფო ბაღები".
ფოტო და ვიდეო
ადგილი
ბაია გალერეა
19A Ingorokva Str. | 68 Razmadze Str., Tbilisi
სამხატვრო გალერეა სპეციალიზირებული თანამედროვე ხელოვნებაში ორი ლოკაციით თბილისში, საქართველო.