წელს ფესტივალი მოგვიყვება სალონური საღამოებისა და გურული სუფრის ტრადიციების შესახებ, როგორც ეს გურამ თამაზაშვილის დროს იყო.
2025 წლის გალა კონცერტი იქნება განსაკუთრებული ამბებითა და მოულოდნელი ისტორიებით დატვირთული. სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მაყურებელს გააცნობს ქართული სუფრის კულტურულ ღირებულებებს.
სცენა იქცევა სალონურ შეკრებად, სადაც იქნება სიმბოლური სუფრა, აქცენტით რეგიონულ ეთნო-გასტრონომიაზე, ღვინოზე და აჭარის კულტურულ ფასეულობებზე.
შთამბეჭდავი მუსიკალური საღამო, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ისტორიას და ერთიანობას.