ექსკურსია Georgian Museum of Fine Arts-ში
გეპატიჟებით Georgian Museum of Fine Arts-ში — მუზეუმში, სადაც დაცულია თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კოლექცია.
ექსკურსიის განმავლობაში გაეცნობით 80-ზე მეტი ქართველი მხატვრის ნამუშევრებს, რომლებიც ბოლო 70–80 წლის განმავლობაში შეიქმნა, და გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა ქართული ხელოვნება ამ პერიოდის განმავლობაში.
გიდი: ია მეტრეველი — ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი, ფერწერის პედაგოგი, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მონაწილე და „პროჟექტორის“ სკოლის მასწავლებელი.