აღწერა
ქართული ღვინის ფესტივალი 2024 ,,მეიდან ჯგუფთან’’ ერთად, უკვე მეექვსედ გიმასპინძლებთ.
ტრადიციულად, ამ დღეს, ქართული გემოები, არომატები , ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.
გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქცია: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას;
ქართული ღვინის ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა, თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ.
ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით.
ქართული ღვინის ფესტივალი, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასიამოვნო განწყობას გპირდებათ.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: სიონის ქუჩა