თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - ქართველ მსმენელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის - ჯგუფი „ურსა“- ს კონცერტს. ჯგუფი "ურსა" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა. ჯგუფი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. „ურსა“ს პირველი სოლო კონცერტი ჩატარდა 2011 წელს, სადაც ჩამოყალიბდა ჯგუფის ძირითადი მიმდინარეობა და პროგრამა. ჯგუფიდღემდე აქტიურად და დამოუკიდებლად აგრძელებს მოღვეწეობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
უნიკალური საშემსრულებლო სტილი, ტრადიციული ფოლკლორის და თანამდროვე ჟღერადობის შერწყმით, განსაკუთრებული ვოკალური ჰარმონიით, ფანდურის და სხვა ინსტრუმენტების საინტერესო არანჟირებით, ძლიერი სცენური ენერგეტიკით „ურსა“ ცდილობს შექმნას ხარისხიანი მუსიკა და ეს ყველაფერი ერთ ერთ წარმატებულ ჯგუფად აყალიბებს ქართულ მუსიკალურ სივრცეში.
ჯგუფმა სახელწოდება ხევსურული საბრძოლო იარაღის "ურსა“-ს მიხედვით შეარჩია.
შემადგენლობა:
გიორგი ძოწენიძე (ვოკალი)
გიორგი გრიგალაშვილი (ვოკალი, ფანდური)
შოთიკო ქვარცხავა (დრამი)
კობა შენგელია (ბას-გიტარა)
ლევან ფერაძე (გიტარა)
------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება