ანოტაცია:
რეზო თაბუკაშვილის "არასაფრენი დღეები"-ს სიუჟეტი ვითარდება სამოქალაქო ომში მყოფ ქალაქში, სადაც უცხო ქვეყნიდან ჩასული მწერალი ვეღარ ახერხებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას. ყველა პერსონაჟს ერთმანეთთან კვეთა უწევს რადგან ომი ყველას ერთნაირად ეხება.
ამ ტრაგიკული ისტორიის პერსონაჟებს მთავარი გმირის გადმოსახედიდან ვეცნობით, რადგან მწერალი თავად გვამოგზაურებს იმ დაძაბულ რეალობაში, რომელიც რადიკალურად ცვლის ქალაქის ყოველდღიურობას.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.