GrooveJet Events-ის ორგანიზებით 4 აპრილს სასტუმრო მონოგრაფს ეწვევა COEO, ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი, რომელიც ცნობილია დისკოში გაჟღენთილი ჰაუსისა და ენერგიული ბითების უნიკალური შერწყმით. COEO-მ გამოაქვეყნა რელიზები ცნობილ ლეიბლებზე, როგორიცაა Toy Tonics და House of Disco. COEO ცნობილია თავისი უნარით, შეუფერხებლად შეურიოს დისკო, ფანკი, სოული და ჰაუსი. მათი ტრეკები მსოფლიოს უამრავ წერტილში ახერხებს მსმენლის გულის დაპრობას და მსოფლიოს წამყვანი არტისტები თავიანთ სეტებში არ ერიდებიან მათ გამოყენებას იდეალური საცეკვაო აურის შესაქმნელად.
მასთან ერთად სცენას გაიზიარებს ქართველი მსმენელისთვის საყვარელი ფრანგი არტისტი Chinau - ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია თავისი ემოციურად დატვირთული, ენერგიული ჰაუს სეტებით. ჩინაუმ აღიარება მოიპოვა თავისი შემოქმედებითი ტექნიკითა და ინოვაციური მიქსებით, გამოდიოდა მსოფლიოს საკულტო დარბაზებში, მათ შორის ნიუ-იორკში, ბერლინსა და ათენში. მისი ტრეკები გლობალურ სცენაზე დაიწერა და ის აგრძელებს საერთაშორისო მსმენელის გულის დაპყრობას.
ქართველი მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება ყველასათვის საყვარელი ადგილობრივი არტისტი ლუკა ლომჯარია, სასცენო სახელით Lomj, რომელმაც ენერგიითა და მიქსის განსაკუთრებული უნარებით მოიპოვა მსმენელის ფავორიტის სტატუსი და დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის ყველა საცეკვაო მოედანზე, რომელსაც იგი ალამაზებს.
თუ ხართ ჰაუს მუსიკის, დისკოს ან ფანკის მოყვარული, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად ეძებთ ადგილს, სადაც გაატარებთ დაუჯერებელ საღამოს, ეს ის ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
შემოგვიერთდით 4 აპრილს, სასტუმრო მონოგრაფში, სადაც იქნება ყველაფერი თქვენთვის დაუვიწყარი საღამოს შესაქმნელად.
ასაკობრივი შეზღუდვა: 22+
კარის გახსნა: 22:00
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 558 55 62 00