GrooveJet Events-ის მორიგი დაუვიწყარი თავგადასავალი უკვე გზაშია — 30 მაისს, Botanico Tbilisi-ის ჯადოსნურ სივრცეში, გელოდებათ ჰაუს მუსიკის მაგიური ღამე, სადაც მთავარი როლი ეკუთვნის რიტმს და გრძნობებს, რომელიც ყველა მუსიკის მოყვარულ მსმენელშია.
Le Hutin (France)
ფრანგი პროდიუსერი, DJ და ლეიბლის მენეჯერია, რომელიც პარიზის ანდერგრაუნდ ჰაუს სცენაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. 2017 წელს მან დააარსა ლეიბლი De La Groove, ხოლო 2024 წელს თანადამაარსა Basics Recording, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა თავისი პოზიცია თანამედროვე ჰაუს მუსიკის მოძრაობაში .
მისი მუსიკა გამოირჩევა სოულის, ფანკის, გრუვისა და ჯაზის ელემენტების უნიკალური შერწყმით, რაც ქმნის ღრმა და დახვეწილ ჟღერადობას. Le Hutin თავად ასრულებს ინსტრუმენტებზე, როგორიცაა კლავიშები, დრამები, გიტარა და ბას გიტარა, რაც მის კომპოზიციებს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს .
2021 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი The Sexophonist, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და აღიარებული პლატფორმებზე, როგორიცაა Traxsource და Juno Download . ამალბომმა მას საერთაშორისო სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი მოუპოვა.
Vakomey (Georgia)
ქართველი არტისტი, რომელმაც ჰაუს მუსიკის მიმართ თავისი მკაფიო ხედვა და გრძნობადი მიდგომა უნიკალურ ხელწერად აქცია. მისი ცოცხალი სეტები ყოველთვის მოულოდნელია — დინამიური, ემოციური და სავსე იმ გრუვით, რომელიც მუხტავს პუბლიკას და ქმნის საერთო ტალღას. Vakomey აგრძელებს საკუთარ გზას როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა ადგილობრივ სცენაზე, და ეს ღამე ამის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი გახდება.
Lomj (Georgia)
ახალგაზრდა და ამომავალი ტალანტი, რომელმაც უკვე დაიპყრო ქართული ჰაუს სცენა. Lomj ქმნის ღრმა რითმებს, რომლებიც ერწყმის სოულის ელემენტებს და მელოდიურ ენერგიას. მისი მუსიკა — ესაა მოგზაურობა გრძნობებში, რომელიც ერთდროულად ამშვიდებს და ენერგიით მუხტავს. Lomj წარმოადგენს ახალ თაობას, რომელიც ცვლილებებს მოიტანს ქართულ და მსოფლიო სცენაზე.
მაგიდის დასაჯავშნად: +995 558 55 62 00
Dress code: Elegant Casual
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+