აღწერა
მოქმედება ვითარდება საერთაშორისო კორპორაციის ოფისში, სადაც კომპანიის ტოპ-მენეჯერის შერჩევის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ოთხი კანდიდატი სასტიკ ბრძოლაშია ჩართული, ყოველი მათგანი მზადაა მიზნის მისაღწევად და ყველა ხერხს მიმართავს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურად გასანადგურებლად. სპეკტაკლი ინტელექტუალური ტრილერის და ფსიქოლოგიური დეტექტივის ნაზავია.