პერსონაჟში ნელ-ნელა ხდება ფსიქო - გარდატეხა. გრინჩი აღმოაჩენს, რომ შობის დღესასწაულს, მხოლოდ გარეგნული ფორმა არ აქვს, რომ ამ დღეს, საჩუქრების, სადღესასწაულო მორთულობის და ტკბილეულის გარდა, რაღაც უფრო დიდი და ღირებული ხდება. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სიყვარული, იმედი, რწმენა და მიმღებლობა. სპექტაკლისთვის სპეციალურად შექმნილი მუსიკა და მულტიმედია ქმნის იმ ჯადოსნურ ატმოსფეროს, სადაც პიესის პერსონაჟებთან ერთად, 45 წუთის მანძილზე ვიმოგზაურებთ.
დასაწყისი: 12:00 ასაკობრივი შეზღუდვა: 4+
ავტორი - თეოდორ სიუზი რეჟისორი - ავთანდილ დიასამიძე მხატვარი - მირანდა გურგენაძე კომპოზიტორი - დიმიტრი დიასამიძე რეჟისორის ასისტენტი - ნანა თოლორდავა
ფოტო და ვიდეო
ადგილი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.