მწვანე გაკვეთილი არის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული გამოცდილება, რომელიც ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ვორქშოფის შინაარსი:
მონაწილეები გაეცნობიან გარემოსდაცვით საკითხებს, ისწავლიან ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და ეკომეგობრულ ჩვევებს. გაკვეთილის ფარგლებში ტარდება პრაქტიკული აქტივობები, როგორიცაა მცენარეების დარგვა, გადამუშავების მნიშვნელობის გააზრება და გარემოზე ზრუნვის მარტივი გზების შესწავლა.
რა დახვდებათ ბავშვებს:
თბილი და შთამაგონებელი გარემო;
ყველა მასალა, რაც აუცილებელია ვორქშოფისთვის
ვორქშოფის ხელმძღვანელების, ლიკა საცანელისა და ქეთი კალანდარიშვილის, მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში;
რატომ უნდა მოიყვანოთ პატარები ამ შეხვედრაზე::
რადგან ეს არის ჯადოსნური გამოცდილება
ავითარებს მოტორიკას და შემოქმედებით აზროვნებას;
ავითარებს ფანტაზიისა და ინდივიდუალური სტილის გამოხატვას
აძლიერებს თვითრწმენას — “მე შევქმენი ეს” განცდა ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ძლიერია;
ასაკობრივი შეზღუდვა: 5-12 წელი