მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ
𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟏𝟒 ივნისს,
სასტუმრო 𝐑𝐚𝐝𝐢𝐬𝐬𝐨𝐧 𝐁𝐥𝐮 𝐈𝐯𝐞𝐫𝐢𝐚 𝐓𝐛𝐢𝐥𝐢𝐬𝐢 უმასპინძლებს საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის მომდევნო ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესს: 𝐆𝐑𝐄𝐀 𝟐𝟎𝟐𝟔 - 𝐂𝐡𝐚𝐥𝐥𝐞𝐧𝐠𝐞𝐬 𝐢𝐧 𝐑𝐞𝐩𝐫𝐨𝐝𝐮𝐜𝐭𝐢𝐯𝐞 𝐄𝐧𝐝𝐨𝐜𝐫𝐢𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲: 𝐖𝐡𝐞𝐫𝐞 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐌𝐞𝐞𝐭𝐬 𝐂𝐥𝐢𝐧𝐢𝐜𝐚𝐥 𝐄𝐱𝐜𝐞𝐥𝐥𝐞𝐧𝐜𝐞
ჩაინიშნეთ თარიღი!
თქვენ გელით გინეკოლოგიური და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის მიმართულების უახლეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით დატვირთული მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი წამყვანი ქართველი
და საერთაშორისო
ექსპერტების მონაწილეობით!![]()
თეორიული და პრაქტიკული მიმართულებების გასაოცარი გაერთიანებით კი გპირდებით დაუვიწყარ სამეცნიერო ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყოველდღიური კლინიკური საქმიანობის გაუმჯობესებაში!![]()
𝐆𝐑𝐄𝐀 𝟐𝟎𝟐𝟔 იქნება აკრედიტებული და მინიჭებული ექნება უწყვეტი პროფესიული განათლების (#უპგ) კრედიტ ქულებიც!
ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ახალგაზრდა კოლეგების უპრეცედენტო მხარდაჭერას და 𝐆𝐑𝐄𝐀-ს სივრცეში ვაერთიანებთ ყველა თაობას!
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში კვლავ დაანონსდება ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი (#YSC)!![]()
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, გაქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებული ბმულის მეშვეობით:
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან მომდევნო შეხვედრას!
𝐆𝐑𝐄𝐀 - სივრცე წარმატებული შედეგებისთვის! ![]()