ციცინათელების საფლავი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ციცინათელების საფლავი

ციცინათელების საფლავი

ციცინათელების საფლავი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

მტკივნეული და უკიდურესად სევდიანი ანიმე იაპონელ ბავშვებზე — ძმასა და დასზე, რომლებიც ცდილობენ გადარჩენას ამერიკული (ჩვეულებრივი, არაბირთვული) დაბომბვების პირობებში მეორე მსოფლიო ომის დასასრულს.

წიგნი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწერა და იაპონური ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა. მისი ავტორია აკიუკი ნოსაკა, რომელმაც ის საკუთარ ბიოგრაფიაზე დაფუძნებული რეალური მოვლენების მიხედვით დაწერა: ომის დროს ავადმყოფობის, შიმშილისა და დაბომბვების შედეგად გარდაიცვალა მისი ორი და და მამინაცვალი.

ეკრანიზაცია თავდაპირველად იგეგმებოდა, როგორც სასკოლო პროგრამის ნაწილი, და გამოვიდა წყვილად ჰაიაო მიაძაკის „ჩემი მეზობელი ტოტოროსთან“, რათა „ტოტორო“ მაყურებლამდე მიეტანათ (იმ დროს ხომ ჯერ არავინ იცოდა, რომ ტოტორო მალე ყველას დაჩრდილავდა).

„ციცინათელების საფლავი“ ერთ-ერთ საუკეთესო ომის თემატიკის ფილმად მიიჩნევა და მყარად იკავებს მოწინავე ადგილებს მსოფლიო ანიმაციის სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგში.

ფოტო და ვიდეო

ციცინათელების საფლავი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება