სენტიმენტალური და უსაშველოდ სევდიანი ანიმე იაპონელ ბავშვებზე — ძმაზე და დაიკოზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ამერიკული დაბომბვების (არა ბირთვული, არამედ ჩვეულებრივი ავიადარტყმების) პირობებში ცდილობენ გადარჩენას.
წიგნი, რომლის მიხედვითაც შექმნილია ანიმე, 60-იან წლებში დაიწერა და იაპონური ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ავტორია აკიუკი ნოსაკა, რომელმაც იმ მოვლენებზე დაწერა, რაც თავად გადაიტანა: ომის დროს მას გარდაეცვალა ორი და და მამინაცვალი — შიმშილის, დაავადებებისა და დაბომბვების შედეგად.
ანიმეს ეკრანიზაცია თავდაპირველად დაგეგმილი იყო როგორც სასკოლო საგანმანათლებლო მასალა და ეკრანებზე გამოვიდა ჰაიაო მიაძაკის ფილმთან — „ჩემი მეზობელი ტოტორო“ — ერთად, რათა „ტოტოროსთვის“ მაყურებელი მოეზიდათ (მაშინ ხომ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ტოტორო ყველას დაჩრდილავდა).
„ციცინათელების აკლდამა“ დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფილმად ომზე და იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს ანიმაციური კინოს ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის სათავეებში.