პოლინა ოსეტინსკაიას გრანდ კონცერტი თბილისში! თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პოლინა ოსეტინსკაიას გრანდ კონცერტი თბილისში!

პოლინა ოსეტინსკაიას გრანდ კონცერტი თბილისში!

პოლინა ოსეტინსკაიას გრანდ კონცერტი თბილისში!
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან 70
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

30 მაისს რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება უნიკალური კონცერტი პროგრამით: „ბახი — ყანჩელი“. სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის, პიანისტმა პროგრამაში ჩართო თავისი საყვარელი კომპოზიტორის — გია ყანჩელის — ნაწარმოებები და კონცერტი კომპოზიტორის 90 წლის იუბილეს მიუძღვნა.

კონცერტი შესრულდება Steinway-ის როიალზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში.

ადგილები შეზღუდულია

ასაკობრივი შეზღუდვა: 6+

ფოტო და ვიდეო

პოლინა ოსეტინსკაიას გრანდ კონცერტი თბილისში!

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება