ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები

ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები

ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
ქართული

განრიგი

26.09.2026
შაბათი
20:00
40

აღწერა

💡 26 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - „ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძესთან თემაზე: „ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები".

 

➡ ლექცია ფენტეზის ჟანრის წინამორბედებს ეძღვნება იმ ლიტერატურულ და კულტურულ საფუძვლებს, რომლებმაც თანამედროვე ფენტეზის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

 

➡ შეხვედრაზე საუბარი შეეხება მე-19 საუკუნის გოთიკურ რომანს, შუა საუკუნეების ლიტერატურის ცალკეულ ფორმებსა და ევროპულ ზღაპრებს და იმას, თუ როგორ იქცა ეს ტრადიციები ჯერ გოთიკური რომანის, შემდეგ კი ფენტეზის ჟანრის განვითარების საფუძვლად.

 

➡ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ ლიტერატურულ ტექსტებსა და იმ დეტალებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია როგორც ფენტეზის მკითხველისთვის, ისე ავტორისთვის. ლექციის ფარგლებში ასევე განიხილება მითოსური და რაციონალური აზროვნების განსხვავება და ის, თუ რატომ არის ამ ორი ხედვის გააზრება მნიშვნელოვანი ფენტეზის ტექსტის სრულფასოვანი წაკითხვისა და შექმნისთვის.

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.

ფოტო და ვიდეო

ფენტეზის წინამორბედი გოთიკური რომანები

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება