აღწერა
ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკადქცეული ნაწარმოები მსოფლიოში
ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა.
არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. ეს პირველ რიგში
განპირობებულია იმით, რომ პიესაში დასმული პრობლემები და
გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ გადავწყვიტეთ პიესის მოქმედების დრო
და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის
პერიოდში გადმოგვეტანა და ამით, ქართველი მაყურებლისთვის ინგლისში
მომხდარი ამბავი უფრო გასაგები გაგვეხადა. პიესაში დასმულ
პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. ეს
პრობლემები დღესაც არსებობს და ისინი მხოლოდ ლოკალური ხასიათის
არ არის, შეიძლება ითქვას - ზოგადსაკაცობრიოა. ჩვენც სწორედ იმ
საკაცობრიო პრობლემების გაცხადება გვსურს, რომელიც ქართულ
რეალობაშიც მრავლადაა.