ხანდახან დუმილი ყვირილზე ხმაურიანია.
არსებობს კითხვები, რომელსაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავს ვუსვამთ, თუმცა პასუხს ვერ ვპოულობთ.
პასუხი ჩვენს კითხვებზე ხშირად სულ სხვანაირი გზით მოდის — მაშინ, როცა არ ველით.
მოდის და კარზე აკაკუნებს.
მოდის როგორც... სტუმარი.
მაგრამ ვინ არის ის?
ადამიანი? ილუზია? თუ?...
და იმ დღეს, როცა სტუმარი კარზე მოაკაკუნებს, ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს.
რეჟისორები: კოკო როინიშვილი, რატი ლაბაძე
მსახიობები: გია როინიშვილი, ნიკა ჭკადუა, ნოდარ ძოწენიძე, ნინა ლორთქიფანიძე
ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს აღნიშნულ სპექტაკლზე.