პიესის ავტორი დრამატურგი - ბასა ჯანიკაშვილი
რეჟისორი - ზურაბ გეწაძე
მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი
მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გეწაძე
ტექნიკური რეჟისორი - რუსუდან შოშიტაიშვილი
მონაწილეობენ: ვატო სანიკიძე; მარიამ მღებრიშვილი; მაშიკო თვალაბეიშვილი; ირაკლი ჯიშკარიანი; ვანო თარხნიშვილი; ნინი ურუმაშვილი; კახა მიქიაშვილი; კესო დვალიშვილი; ნინა შონია.
სპეციალური მოწვევით - ნიკოლოზ წულუკიძე
თანამედროვე ქართველი დრამატურგის, ბასა ჯანიკაშვილის პიესა - „მშვიდობით, თემურ!“ გროტესკითა და შავი იუმორით სავსე პიესაა, რომლის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი - თემურია, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. პერსონაჟები, რომლებიც სპექტაკლში ეტაპობრივად შემოდიან, თემურის საქციელს უწონებენ და იმის ნაცვლად, რომ თავის მოკვლა გადააფიქრებინონ, პირიქით, თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ მას.
