შიმშილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შიმშილი

შიმშილი

შიმშილი
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

განრიგი

20.02.2026
პარასკევი
20:00
15 ₾ - 40
15 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

„მთელი ეს ქალაქი ერთი დიდი სარეკლამო განცხადებების კატალოგია, ერთი დიდი მენიუა, რომლის ატანაც, მით უმეტეს — მშიერ კუჭზე, ძალიან მიჭირს.“

 

„შიმშილი“ თანამედროვე იგავია, რომელიც იმ სისტემის შიგნით ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც გადარჩენას შეჯიბრად აქცევს, ხოლო დანაშაულის შეგრძნებას მთავარ ტვირთად. ამ ამბის გმირები კოლექტიური მარცხის მომენტში ინდივიდუალური გამოსავლის ძიებას იწყებენ. მაგრამ როცა სისტემა თვითონაა კრიმინალური, საზღვარი დანაშაულსა და უდანაშაულობას შორის თანდათან უფერულდება.

 

დათა თავაძე იკვლევს ეკონომიკური წნეხის, მორალური გამოფიტულობისა და დუმილის სინამდვილეს და სვამს მარტივ შეკითხვას: გაუძლებს კი დამშეული იქამდე, სანამ შიმშილი პოლიტიკურ საკითხად გადაიქცევა?

 

ფოტო და ვიდეო

შიმშილი

ადგილი

სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი — თეატრი თბილისში, რომელიც მდებარეობს გია აბესაძის 10-ში, სოლოლაკში. შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ. 2004 წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება