შიმშილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
შიმშილი

შიმშილი

შიმშილი
13, Ioane Shavtelis St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ქართული

აღწერა

ჟანრი: დრამა ენა: ქართული ხანგრძლივობა: 120 რეჟისორი: დათა თავაძე

ფოტო და ვიდეო

შიმშილი

ადგილი

გაბრიაძის თეატრი
გაბრიაძის თეატრი
13, Ioane Shavtelis St., Tbilisi
გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. ის 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრი ქალაქის უძველეს ტაძარს – VI საუკუნეში აგებულ ანჩისხატის ბაზილიკას ემეზობლება. რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე თავად წერს პიესებს, ქმნის თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებს. არსებობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა – ავინიოში, ედინბურგში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, დრეზდენში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში. გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ოთხი სპექტაკლია: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სალაროში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და საიტზე www.biletebi.ge თეატრის ფასადზე ოქროს ასოებით დაწერილია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“. თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს ააშენა. კოშკის მარჯვნივ არის შესასვლელი თეატრალურ კაფეში „გაბრიაძე“. ზაფხულის თვეებში კაფესთან იხსნება მყუდრო ტერასა. “გაბრიაძე საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. როდესაც 10 წლის წინ პირველად ვიყავი თბილისში მაშინ ვნახე “სტალინგრადი” და ერთი ნახვით შემიყვარდა. შემიყვანეს ძველ შენობაში, სადაც აღფრთოვანებული შევცქეროდი თუ როგორ გადაადგილდებოდნენ გაბრიაძის სათამაშო ტანკები შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე. ეს დაუვიწყარი იყო…” The New York Times
ამ ადგილის ყველა ღონისძიება