Golden Week of Football თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Golden Week of Football

Golden Week of Football

Golden Week of Football
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან160 ₾
ქართული

განრიგი

18.10.2026
კვირა
20:00
160 ₾ - 250 ₾
160 ₾ - 250 ₾
ვრცლად

აღწერა

ისტორიაში პირველად, ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთის მოგების შანსი აქვს.

 

ამ ამბავს ეძღვნება Golden Week of Football Tbilisi-ს ღონისძიება, რომელიც 2026 წლის 18 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქს, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი ეწვევა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად, თბილისში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მწვრთნელები და ყოფილი ფეხბურთელები პანელური დისკუსიის ფარგლებში, თეატრის სცენიდან ისაუბრებენ.

 

მარჯანიშვილის თეატრში, ღონისძიების დაწყებამდე, გულშემატკივრებისა და სტუმრებისთვის აქტივობების სპეციალური ზონა მოეწყობა.

 

მაყურებლებმა უნდა ჩაიცვან ელეგანტური სტილის სამოსი (Smart Casual).

 

14 წლამდე ასაკის პირები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან, 14 წლიდან პირები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვნის თანხლებით.

 

Instagram: https://www.instagram.com/sportsorient

Facebook: https://www.facebook.com/SportsOrient

 

ბილეთი არ ბრუნდება.

ფოტო და ვიდეო

Golden Week of Football

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება