ბავშვის აღზრდის ოქროს წესები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ბავშვის აღზრდის ოქროს წესები

ბავშვის აღზრდის ოქროს წესები

ბავშვის აღზრდის ოქროს წესები
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან45
ქართული

აღწერა

აღზრდა არ არის მხოლოდ წესების დაწესება, ეს არის პროცესი, სადაც მშობელი ყოველდღიურად სწავლობს, როგორ გაუგოს ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს რთულ ქცევებს და როგორ შექმნას ჯანსაღი, ემოციურად უსაფრთხო გარემო.
 

📍ამ ტრენინგზე თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ და მეცნიერულად დასაბუთებულ ცოდნას, რომელიც რეალურად მუშაობს ყოველდღიურ ცხოვრებაში
 

ტრენინგს ატარებს:

ფსიქოლოგიის დოქტორი ზურაბ ვახანია
 

🔍 ტრენინგზე განვიხილავთ:

✔️ დასჯა vs აღზრდა - რა ზიანს აყენებს მკაცრი დასჯა და რა არის მისი ჯანსაღი ალტერნატივა

✔️ წახალისების ძალა - როგორ გავაძლიეროთ სასურველი ქცევა ისე, რომ ბავშვმა თავად მიიღოს სწორი არჩევანი

✔️ მოტივაცია ბავშვებში - როგორ შევუქმნათ შინაგანი მოტივაცია და არა მხოლოდ „დაჯილდოებაზე დამოკიდებული“ ქცევა

✔️ ქცევის მართვა - როგორ ვიმოქმედოთ სიჯიუტის, აგრესიის, უყურადღებობის დროს

✔️ ემოციური კავშირი - როგორ გავაძლიეროთ ნდობა და უსაფრთხოების განცდა ბავშვთან

✔️ აღზრდის გავრცელებული შეცდომები - რას ვაკეთებთ არასწორად ხშირად, გაუცნობიერებლად


ტრენინგი განკუთვნილია :

🔹 მშობლებისთვის, ვისაც სურს სწორად აღზარდოს შვილი

🔹 მომავალ მშობლებისთვის

🔹 მასწავლებლებისთვის და აღმზრდელებისთვის

🔹 ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის

🔹 ყველასთვის, ვინც მუშაობს ბავშვებთან ან ინტერესდება აღზრდის საკითხები.
 

ეს ტრენინგი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ბავშვის ქცევის მართვაში, არამედ იმაში, რომ შექმნათ ჰარმონიული, მშვიდი და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა.
 

📅 შეხვედრა ტარდება 5 მაისს, 19:00 სთ-ზე

 

ღირებულება: 45 ლარი


მისამართი: თინა იოსებიძის 57, სართული 10 . ლიფტის კოდი 88491289#

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

Facebook: https://www.facebook.com/ClubFaskunji/

ფოტო და ვიდეო

ბავშვის აღზრდის ოქროს წესები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება