„MEMO“-ს ჯგუფისა და „ბრავო რექორდსის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ლეგენდარული ქართველი მომღერლის - გოგი დოლიძის ვინილის ალბომი!
ალბომი დამზადდა ჰოლანდიაში, 500 ცალიანი ტირაჟით
მისი გამოცემის აღსანიშნავად „თეატრში“ გაიმართება განსაკუთრებული კონცერტი, სადაც გოგი დოლიძის სიმღერებს შეასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები.
მუსიკალურ ნაწილს ბენდი ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს, კონცერტს კი ნიკა წულუკიძე წაიყვანს.
სპეციალური სტუმრები იქნებიან „ქართული ხმები“ და ეკა მამალაძე
ღონისძიების მსვლელობაში, სიმღერებს შორის, დიდ ეკრანზე გაეშვება ვიდეოები და ინტერვიუები, გოგი დოლიძესთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები, კოლეგები და მეგობრები გაიხსენებენ მას
პროექტის მხარდამჭერია:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
სსიპ შემოქმედებითი საქართველო
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
საღამო წარიმართება თეატრალური განლაგებით, მაგიდების გარეშე.
ღონისძიებაზე არ იქნება კვება.
