GLOBAL TECH WEEKEND TBILISI 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
GLOBAL TECH WEEKEND TBILISI 2026

GLOBAL TECH WEEKEND TBILISI 2026

GLOBAL TECH WEEKEND TBILISI 2026
114, Tsereteli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან89
advertising
ინგლისური, ქართული

განრიგი

19.06.2026
პარასკევი
11:00
89 ₾ - 890
89 ₾ - 890
ვრცლად
20.06.2026
შაბათი
11:00
89 ₾ - 890
89 ₾ - 890
ვრცლად
21.06.2026
კვირა
11:00
89 ₾ - 890
89 ₾ - 890
ვრცლად

აღწერა

19-20-21 ივნისი, 2026

20 ივნისი | Factory Tbilisi - მთავარი კონფერენცია

 

ეს არის დღე, როცა თბილისი გლობალურ ტექნოლოგიურ დედაქალაქად გადაიქცევა. მზად ხარ ამ ცვლილების ნაწილი გახდე?

 

Global Tech Weekend Tbilisi ბრუნდება. ამჯერად, პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, განვითარებად ეკოსისტემებს გლობალურ კაპიტალთან, მოწინავე ტექნოლოგიებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან დააკავშირებს. 

 

• 200+ გლობალური სპიკერი 


• 300+ ინვესტორი 


• 150+ კომპანია 


• 20,000+ სტუმარი 


• 5 სცენა 


 

სამი დღის განმავლობაში, თბილისი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კაპიტალის გლობალურ ცენტრად გადაიქცევა.

 

ხუთი სცენა. რეალური საუბრები. გლობალური მოძრაობა. 

 

ღონისძიების ფორმატი:

 

19 ივნისი (პარასკევი) | საიდ-ღონისძიებები

 

პირველი დღე 80-ზე მეტ ღონისძიებას დაეთმობა, მათ შორის იქნება:მითაფები, ვორქშოფები, დახურული შეხვედრები, ლექციები.

 

ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაიმართება - პარტნიორი კომპანიების სივრცეებში, სასტუმროებში, საერთო სამუშაო სივრცეებსა და კულტურულ დაწესებულებებში.

 

20 ივნისი (შაბათი) | მთავარი კონფერენცია

 

მთავარი კონფერენციისთვის 10,000-ზე მეტი სტუმარი Factory Tbilisi-ში შეიკრიბება. სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა და დაფარავს შემდეგ თემებს:

 

• Artificial Intelligence & Deep Tech

• FinTech & Banking

• Web3 & Blockchain

• Innovation & Venture Capital

• Urban Innovation & Architecture

• Gaming & E-Sports

• Creative & Fashion Tech

• Digital Marketing

• Tourism & Hospitality

• Health Tech

• Real Estate Development

 

...და სხვა მრავალი ინდუსტრია, რომლებიც მომავალ ათწლეულს განსაზღვრავენ.

 

კონფერენცია ხუთ მთავარ სცენაზე გაიმართება, სადაც გამომსვლელები თანამედროვე ტექნოლოგიებზე პანელური დისკუსიების, ინტერვიუების და პრეზენტაციების ფორმატში ისაუბრებენ. პარალელურად, ტერიტორიაზე ათობით გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქციული და კვების ზონა მოეწყობა.

 

ვინ ესწრება?

• ვენჩურული კაპიტალის ფონდები

• აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლები

• სწრაფად მზარდი კომპანიების დამფუძნებლები

• საერთაშორისო ინვესტორები და ტრანსნაციონალური კორპორაციები

• ტექნოლოგიური ლიდერები წარმოდგენილი ინდუსტრიებიდან

• კრეატიული ინდუსტრიისა, მოდისა და კულტურის სფეროს ლიდერები

• ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების სფეროს წარმომადგენლები და სხვა.

 

21 ივნისი (კვირა) | დახურვის ცერემონია & კულტურული გამოცდილება

 

დასკვნითი დღის განმავლობაში თბილისში გაიმართება: დამატებითი ღონისძიებები, კულტურული გამოცდილებები, ოფიციალური დახურვის ცერემონია.

 

GTWT 2026-ზე პროფესიონალების შემოქმედება რეალური ცვლილებებისთვის მოიყრის თავს. კონფერენციაზე დასწრებით, იმ ინვესტორების, გლობალური ტექნოლოგიური ლიდერების, დამფუძნებლების და კრეატორების გვერდით აღმოჩნდებით, ვინც გლობალური ბიზნეს ეკოსისტემის მომავალს ქმნიან.

 

კომპანიები და მონაწილეები, რომლებიც შემოგვიერთდებიან, შეძლებენ:

 

• საერთაშორისო პარტნიორობების დამყარებას

• კაპიტალის მოზიდვას

• გლობალური ტალანტის გაცნობას

• ინდუსტრიის ლიდერებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას

• საკუთარი გამოცდილებისა და ხედვის გაზიარებას გლობალურ აუდიტორიასთან

• ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და თავისი ადგილის დამკვიდრებას სწრაფად ცვალებად სამყაროში

 

შემოუერთდი მოძრაობას. გამოიყენე მომენტი. იყავი იქ, სადაც მომავალი ათწლეულის ბედი წყდება.

 

ბილეთები:

INVESTOR PASS

ინვესტორის ბილეთი, რომლითაც შეძლებთ დაესწროთ GTWT 2026-ის მთავარ ღონისძიებას: ექსკლუზიურ Pre და After Party-ს, დახურულ ღონისძიებებს, ისარგებლოთ ინვესტორთა ლაუნჯებით და შეხვდეთ ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა: YouTube, Netflix, PITCH to the WORLD,Meta და სხვა.

ფასი:

Early Bird: 890 ლარი 

 

ALL-ACCESS PASS

სამივე დღის ბილეთი გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ 19-21 ივნისის ყველა საიდ ღონისძიებას, GTWT 2026-ის მთავარ კონფერენციას Factory Tbilisi-ში, After Party-ს და ოფიციალური დახურვის ცერემონიას (გარდა დახურული ღონისძიებებისა).

Early Bird: 199 ₾

 

GENERAL PASS

სტანდარტული ბილეთი, რომლითაც შეძლებთ დაესწროთ GTWT 2025-ის მთავარ ღონისძიებას, 20 ივნისს | Factory Tbilisi-ში და After Party-ის.

ფასი:

Early Bird: 89 ₾

ფოტო და ვიდეო

GLOBAL TECH WEEKEND TBILISI 2026

ადგილი

Factory Tbilisi
ხელოვნება / კულტურა / განათლება / შემოქმედებითი ცენტრი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება