ტერასა ორბელიანზე Glitz Community გთავაზობთ დაუვიწყარ ღამეს Acid Grooves & Lisette -სთან ერთად ეს არის ესტონეთში დაფუძნებული დუო, რომელიც აერთიანებს Afro House, Organic House-ს, Indie Dance-სა და სხვადასხვა ჰაუს ჟანრებს. მათი სეტები ყოველთვის გამოირჩევა პოზიტიური, ცოცხალი და საცეკვაო ენერგიით. ისინი ტალინის მუსიკალურ სცენაზე გამორჩეულ ადგილს იკავებენ და წარმოადგენენ კოლექტივ Planet Groove Estonia-ს.
Acid Grooves & Lisette არა მხოლოდ დიჯეები არიან – ისინი ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და ფესტივალებს აორგანიზებენ, რაც მათ აქტიურ და მნიშვნელოვანი ფიგურებად აქცევს ადგილობრივ და საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში.
Glitz Community-ს ივენთზე მათთან ერთად წარდგებიან გამორჩეული ქართველი არტისტები:
Frankie – Suzie Wong-ის რეზიდენტი და თბილისის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პიონერი. მისი მუსიკალური გემოვნება და მრავალფეროვანი სეტები წლების განმავლობაში იპყრობს მსმენელის ყურადღებას. Frankie-ს მუსიკა ყოველთვის მსმენელს ცეკვისა და მოძრაობის სურვილს უჩენს.
Risha – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და დასამახსოვრებელი სახე თანამედროვე თბილისის სცენაზე. მისი დიჯეი სეტები ღრმა, რიტმული და ემოციურად დატვირთულია. Risha ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც ღამეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
ეს ღამე იქნება ძლიერი მუსიკალური გამოცდილება – სავსე ენერგიით, რიტმით და დაუვიწყარი ემოციებით.
ასაკობრივი შეზღუდვა:
Boys 23+
Girls 21+
Dress code: Smart casual
მაგიდების დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ @glitz.community - ის ინსტაგრამ გვერდზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: • +995 571944949