24 ოქტომბერს GLAM PROJECTS ბრუნდება კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტით, რომელიც გაიმართება MONOGRAPH FREEDOM SQUARE-ში! საქართველოს ეწვევა აფრო-ჰაუსისა და ჰაუსის სცენის მსოფლიო დონის ფრანგი დიჯეი-პროდიუსერი, ADDAM (BE)
ADDAM (BE)-ს პოპულარულმა ტრეკმა „MUHUUUUU“, SPOTIFY-ზე 18 მილიონზე მეტი სტრიმინგი დააგროვა და BEATPORT-ის აფრო ჰაუსის ტოპ 100-ში მე-2 ადგილზე ავიდა. ამ წარმატებას მოჰყვა „DON'T FEEL THE SAME“ და „TELLING MYSELF LIES“, რომლებიც ასევე შევიდნენ BEATPORT-ის ტოპ 100-ში, რითაც განამტკიცეს მისი აღმავალი იერსახე სცენაზე. მას აქვს 2 მილიონი ყოველთვიური მსმენელი Spotify-ზე.
მის ტრეკებს მხარს უჭერენ ისეთი დიჯეები, როგორიცაა KEINEMUSIK (RAMPA, ADAM PORT, &ME) SOLOMUN, ALEX WANN, CAIIRO, ADRIATIQUE, SHIMZA, BLACK COFFE.
MONOGRAPH FREEDOM SQUARE-ში მასთან ერთად სცენას გაიზიარებს, ქართველი ცნობილი არტისტი, LUNARO, რომელსაც დაუკრავს არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად.