დრამა რუს ემიგრანტებზე, რომელიც მონაწილეობდა „სანდენსის“ და კანის კინოფესტივალების კონკურსებში. ამერიკის ერთ-ერთ პროვინციაში რუსი ემიგრანტი და სოციალური მუშაკი ვიკი გადაადგილებაში ეხმარება ნაკლებად მოძრავ და ხანდაზმულ ადამიანებს. ერთხელაც, მის მიკროავტობუსში ერთმანეთს ხვდებიან ძველი საბჭოთა ემიგრანტები და ამერიკელი ინვალიდები — და ბუნებრივია, ასეთი კომპანია ვერ შეძლებს ჩუმად და მშვიდად მგზავრობას.
ეს ფილმი შესანიშნავი საბაბი იქნება ჩვენთვის, ვისაუბროთ ემიგრაციისა და ასიმილაციის სირთულეებზე.