კოლაჟის მასტერკლასი “Girl Power”
Girl Power! როგორ გამოიყურება? რასთან თანაარსებობს? რა ტექსტურა და სტრუქტურა აქვს და როგორ ვლინდება შენში?
გიწვევთ, ვინტაჟურ ჟურნალებში იპოვოთ მისი სახე და Cut It Out! კლუბთან ერთად შექმნათ კოლაჟი მის პატივსაცემად.
8 მარტს შევუდგებით საოცარი და იშვიათი ქალის სახეების ძიებას ვინტაჟურ პერიოდიკაში და შევქმნით ჩვენს საკუთარ გვერდს ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში. ვიპოვოთ ქალის ახალი განზომილებები — ჟურნალებშიც და საკუთარ თავშიც.
კოლაჟისთვის მასალების მოტანა აუცილებელი არ არის, თუმცა ახალი მაკულატურა ყოველთვის სასიამოვნოა.
შესაძლებლობის შემთხვევაში წამოიღეთ წებო და მაკრატელი.
