Gipsy Kings - Meet your Valentine - Mono Hall Tbilisi
Gipsy Kings - 1978 წელს დაფუძნებული ბენდია საფრანგეთიდან, რომლის შემოქმედებაც მოიცავს მუსიკის რამდენიმე ჟანრს – ფლამენკოს, სალსას, პოპს. ჯგუფის სიმღერები ესპანურ ენოვანია, ანდალუზიური აქცენტით.
Gipsy Kings-ის წევრები საფრანგეთში დაიბადნენ, თუმცა მათი მშობლები მაროკოელი და ესპანელი ბოშები არიან, რომლებიც კატალონიადან 1930-იან წლებში საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ.
Gipsy Kings პოპულარული გახდა ალბომით Gipsy Kings, რომელშიც ისეთი ცნობილი სიმღერები შედის, როგორიც არის: “Djobi Djoba”, “Bamboléo“ და “Un Amor”. ბენდის სიმღერები ევროპის გარდა პოპულარული გახდა ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში. 1989 წელს ამერიკაში, Gipsy Kings-ის სიმღერები, 40 კვირის მანძილზე ჩარტების სათავეში იყო.
საღამოს, რეზიდენტი დიჯეი Dicho განაგრძობს.
------
21:00 - Doors Open
21:30 - 00:30 - Dicho
00:30 - 02:00 - Gipsy Kings
02:00 - End - Dicho
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
Gipsy Kings - Meet your Valentine - Mono Hall Tbilisi