,,ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025" - ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 24 აგვისტოს კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო ,,გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში" გაიმართება.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით მაზანაშვილი
სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე
რეჟისორი - თინათინ კორძაძე
აკომპანიმენტი - დავით მაზანაშვილის ბენდი და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი
მონაწილეობენ:
კახა ცაბახე, თამარ გვერდწითელი, ნანული სარაჯიშვილი, ეკა მამალაძე, სოფო ხალვაში, აჩიკო სოლოღაშვილი, თემურ თათარაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, საბა კემულარია, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, სალომე მირიანაშვილი, რუსა თავართქილაძე, სანდრო კურცხალიძე, მარიტა ცეცხლაძე, სულხან დევაძე
,,ალილო"; ფორტე"; ,,თეატრალურის კვარტეტი"; ,,დუეტი ჯორჯია’’; ,,მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია".
დასწყისი 20:00
2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.