გიორგი მშვენიერაძის ღვინის დეგუსტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გიორგი მშვენიერაძის ღვინის დეგუსტაცია

გიორგი მშვენიერაძის ღვინის დეგუსტაცია

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება ღვინოები: პეტნატი ცოლიკოური ,,ჭაჭა ნაჭამი ჭუკი“ 2023 პეტნატი ძელშავი-ციცქა ,,ოფოფი“ 2023 ციცქა-ცოლიკოური კასრი 2022 ციცქა-ცოლიკოური 2023 თავკვერი 2022 საფერავი 2022 აგრეთვე, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები მიიღებენ ვასსერშტრასსეს განსაკუთრებულ შეთავაზებებს: მშვენიერაძის ღვინოებს სპეციალურ ფასად ღონისძიების დღეს და შემდეგი 1 კვირის განმავლობაში 1 თვიან, 15%-იანი ფასდაკლების ბარათს ტაბლა ნოვას სრულ ასორტიმენტზე. გათამაშდება პრიზები ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება - 60 ლარი გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. მისამართი: თბილისი, მაქსიმ გორკის ქ. 5 თქვენ გელით მყუდრო და გემრიელი ქართული საღამო ვასსერშტრასსეში გიორგი მშვენიერაძის შესანიშნავი ღვინოებით! სადეგუსტაციო საღამოს ტექნიკური მხარდამჭერია ტაბლა ნოვა.
გიორგი მშვენიერაძის ღვინის დეგუსტაცია
5 Maxim Gorki St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თბილისის ძველ უბანში, ისტორიულ სივრცეში - ვასსერშტრასსეს სადეგუსტაციო დარბაზში, მეღვინეებთან შეხვედრების სერიის ფარგლებში, შაბათს, 2024 წლის 20 აპრილს 19:00 საათზე გიწვევთ გიორგი მშვენიერაძის ღვინოების პრეზენტაციასა და დეგუსტაციაზე.

დეგუსტაციას გაუძღვება მეღვინეობის დამფუძნებელი და მეღვინე გიორგი მშვენიერაძე, ისაუბრებს საკუთარ მეღვინეობაზე, ვენახებზე, მარანსა და ღვინის დაყენების მეთოდებზე.

ფოტო და ვიდეო

გიორგი მშვენიერაძის ღვინის დეგუსტაცია

ადგილი

ვასსერშტრასსე
ვასსერშტრასსე
5 Maxim Gorki St., Tbilisi
რესტორანი · ალკოჰოლური სასმელების მაღაზია · ღვინის ბარი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება