წარმოგიდგენთ გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის გახმაურებულ მუსიკალურ პროექტს, რომელიც უკვე დიდი წარმატებით მოგზაურობს ევროპის პრესტიჟულ სცენებზე.
პროგრამა, რომელიც აერთიანებს დასავლურ კლასიკურ მუსიკასა და ქართულ ფოლკლორულ ტრადიციებს, უკვე გაჟღერდა ისეთ მნიშვნელოვან დარბაზებსა და ფესტივალებზე, როგორიცაა ჰამბურგის ელბის ფილარმონია (Elbphilharmonie), ბონის ბეთჰოვენის ფესტივალი (Beethovenfest Bonn), ვენის კონცერტჰაუსი (Wiener Konzerthaus), ამსტერდამის კონცერტგებაუ (Amsterdam Concertgebouw), კატოვიცეს NOSPR-ის დარბაზი (NOSPR Katowice) და სხვა საკონცერტო სივრცეებში.
ამჯერად, პროექტი GEORGIAN ON MY MIND პირველად შესრულდება საქართველოში, რაც არტისტებისთვის განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. გელოდებით 13 ივნისს 20:00 საათზე; მისამართი:თბილისი, დოდო აბაშიძის 10
თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება