GIONFE წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წარმატებულ ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელსაც 2016 წლიდან დღემდე ათასობით ბენეფიციარი ჰყავს. ორგანიზაცია დასავლური ფასეულობების მატარებელია, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალური განათლებით, ახალგაზრდული მუშაობით, სოციალურ და პოლიტიკური, აგრეთვე ადმინისტრაციული მეცნიერებებით დაინტერესებული ადამიანების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას.
ორგანიზაცია გიწვევთ მოტივირებულ , შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ახალგაზრდებს პროექტის ორგანიზატორობის 2 თვიან პროგრამაზე.
ორგანიზატორებს 2 თვის განმავლობაში მოუწევთ საორგანიზაციო საკითხებში დახმარება, არსებული პროექტების/პროგრამების პოპულარიზაცია, პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და მათი სრულყოფა.
პროგრამის განმავლობაში გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები (უფასოდ) შემდეგ თემებზე:
კარიერის დაგეგმვა და განვითარება.
განათლება, განათლების სისტემა და პოლიტიკა
ორგანიზაციული კულტურა და მენეჯმენტი
ლიდერობა და გუნდური მუშაობა
ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება
პიროვნული განვითარება
სტაჟიორთა მიღება ხდება სააპლიკაციო ფომრების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.
სტაჟირების ბოლოს გაიცემა დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი!
აუცილებელია შეხვედრებზე დასწრება კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჰიბრიდულ ფორმატში!
ასაკობრივი შეზღუდვა: 14 წლიდან - 18 წლამდე
➤ საკონტაქტო ინფორმაცია:
511 193 101
სარეგისტრაციო ფორმა : https://shorturl.at/rAG15