მარიამ ჯოლოგუას ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია "Et Cetera..."
"გინდა ანეკდოტი მოგიყვე? " - (ლაშა ბუღაძის მოკლე პიესების მიხედვით) მაყურებლის წინაშე წარსდგება სტუდიის უფროსი ჯგუფი, ძალიან სასაცილო პატარა ამბებით, რომლებიც მხოლოდ თბილისში შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. სპექტაკლის ყველა დამსწრე პერსონაჟებთან ერთად არაერთ კომიკურ, უხერხულ, ფანტასტიკურ ამბავში აღმოჩნდება და შესაძლოა მონაწილედაც კი იგრძნოს თავი.