ლეგენდარული ანიმე-ნუარი, სადაც კიბორგი ადამიანის გონებით — მე-9 განყოფილების მაიორი, რომელიც მთავრობის სპეციალური ოპერაციებისთვის არის შექმნილი — ნადირობს კუკლოვოდზე, რომელმაც ისწავლა ადამიანებით მანიპულირება იმ ქსელის მეშვეობით, რომელიც კიბორგებს აკონტროლებს.
ეს არ არის მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმე მსოფლიოში. რომ არა იგი, „მატრიცაც“ არ იარსებებდა. გავლენა აშკარაა, თავად კიანუ რივზიც კი მოგვიანებით აღიარებდა, რომ გადაღებამდე ვაჩოვსკებმა მას დაავალეს აუცილებლად ეყურებინა „მოჩვენებისთვის“.