"ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის" - ფილმის ჩვენება-დისკუსია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის" - ფილმის ჩვენება-დისკუსია

 ფილმის შესახებ: ნინო კირთაძის დოკ. ფილმი “ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის”, მოსკოვთან ახლოს, სოფელ დურაკოვოში მცხოვრებ ულტრა-მემარჯვენე მიხეილ მოროზოვის და მისი სამფლობელოს ამბავს გვიყვება, სადაც იგი რუსული იმპერიისთვის ახალ ადამიანს (”წმინდა რუსს”) ზრდის.მიხაილ მოროზოვი რუსი წარმატებული ბიზნესმენი და სოფელი დურაკოვოს (სულელების სოფელი) მფლობელია, მისი პოლიტიკური კერპი - ვლადიმერ პუტინია. ის ცდილობს მოიზიდოს ხალხი მთელი რუსეთიდან. ყოველი ჩამოსული ახალი მაცხოვრებელი თანხმდება ბრმად დაემორჩილოს მიხეილის წესებს. დურაკოვოში ფეოდალური წყობაა, ადამიანებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, არც რაიმეს აპროტესტებენ, მხოლოდ უფროსს ემორჩილებიან. "ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ძალაუფლების ვერტიკალურ ბუნებას. ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება", - ამბობს მოროზოვი თავისი სოფლის აღწერისას. ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ აქ > https://www.youtube.com/watch?v=qO4-s1nfkWU შეზღუდული ადგილების გამო, კინოჩვენებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე > https://forms.gle/fUTvwjwWVcLaBGYg6 #DemDocახალგაზრდებისთვის #DemDocforyouth  ღონისძიება იმართება პროექტის "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი, The WHY Foundation-თან პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში
"ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის" - ფილმის ჩვენება-დისკუსია
34 Irakli Abashidze Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

🎬25 იანვარს 18:00 საათზე მედიის განვითარების ფონდი (MDF), დანიური ორგანიზაციის - The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერით, გიწვევთ დოკუმენტური ფილმის - “ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის” ჩვენება-დისკუსიაზე. დისკუსიას ფილმის რეჟისორი ნინო კირთაძე გაუძღვება.
 

ფოტო და ვიდეო

ადგილი

ტერმინალი
ტერმინალი
34 Irakli Abashidze Street, Tbilisi
სამუშაო სივრცე ინდივიდუალური მაგიდებით, კერძო ოფისებით, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებით, ლაუნჯით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება