ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე
გეშტალტ-არტ თერაპია
კურსი მისთვისაა, ვისაც სურს:
შეისწავლოს ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ინოვაციური მიდგომები;
წარმატებით იმუშავოს ფსიქოლოგიური-ფსიქოთერაპიული პრაქტიკის სფეროში;
აითვისოს გეშტალტის და არტის სამუშაო „ინსტრუმენტები“ ;
შეისწავლოს გეშტალტ-არტის შემოქმედებითი მიდგომები და ეფექტური გახადოს ფსიქოლოგიური ინტერვენციის მეთოდები.
გეშტალტ-არტ თერაპიის მიზანია:
გაიგოთ როგორ დააკავშიროთ ხელოვნების „სამკურნალო“ რესურსები და გეშტალტის მძლავრი თერაპიული ინსტრუმენტები პრაქტიკულ მუშაობაში;
აითვისოთ არტთერაპიისა და გეშტალტის შემოქმედებითი ტექნიკები - გონების, გრძნობის, სხეულის, პიროვნული ნების და ქცევის გამთლიანებისათვის;
გააძლიეროთ პროფესიული არსენალი: აღმოაჩინოთ არაცნობიერ ფსიქიკურ შინაარსებზე, განწყობისა და ქცევის ცვლილებებზე მუშაობის ახალი გზები;
აიმაღლეთ კვალიფიკაცია - ჩართეთ გეშტალტ-არტ თერაპიული ნავიგაცია მუშაობის პროცესში!
განავითარეთ კრეატიულობა - გააფართოვეთ პრაქტიკული რეპერტუარი!
კურსი მოიცავს:
გეშტალტ თერაპიის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის ინტეგრაციას არტთერაპიულ ტექნიკებთან;
პრაქტიკულ მუშაობას;
ფსიქოკონსულტირების, ფსიქოთერაპიული სესიების გარჩევას და შემთხვევათა ანალიზს;
არტ თერაპიული ტექნიკების და პრაქტიკული სავარჯიშოების ათვისებას თიხის, გუაშის, აკრილის, აკვარელის და პასტელის გამოყენებით;
კურსის წამყვანები:
მარიამ ზვიადაძე - ფსიქოლოგი, EAGT აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი
ალდე იაშვილი - მხატვარი, გეშტალტ პრაქტიკოსი
კურსის ხანგრძლივობა:
12 მაისიდან - 25 ივლისამდე
განრიგი:
პ ი რ ვ ე ლ ი ჯგუფი:
12 მაისი - 19:00-22:15
18 მაისი -11:00 - 18:00
26 მაისი - 19:00-22:15
2 ივნისი - 19:00-22:15
9 ივნისი - 19:00-22:15
15 ივნისი - 11:00 - 16:00
23 ივნისი - 19:00-22:15
30 ივნისი - 19:00-22:15
7 ივლისი - 19:00-22:15
14 ივლისი - 19:00-22:15
20 ივლისი - 11:00-14:30
მ ე ო რ ე ჯგუფი:
16 მაისი - 14:00-17:15
25 მაისი -11:00 - 18:00
30 მაისი -14:00-17:15
6 ივნისი -14:00-17:15
13 ივნისი - 14:00-17:15
22 ივნისი - 11:00 - 18:00
27 ივნისი -14:00-17:15
4 ივლისი -14:00-17:15
11 ივლისი -14:00-17:15
18 ივლისი -14:00-17:15
20 ივლისი - 15:00-18:30
დასასრულს, მონაწილეები წარადგენენ კურსის მსვლელობისას შექმნილ ნამუშევრებს და განახორციელებენ მიღებული ცოდნის პრეზენტაციას.
კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს
ჯგუფის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მაისი - 18:00
სრული კურსის საფასურია 650 ლარი
ფ ა ს დ ა კ ლ ე ბ ი თ - 550 ლარი:
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის;
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტებისთვის.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/kogFYKMiSf3UFBiP7
032 292 03 36 | 598 42 03 36