გიორგი ცაბაძე 100 - საიუბილეო ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გიორგი ცაბაძე 100 - საიუბილეო ფესტივალი

გიორგი ცაბაძე 100 - საიუბილეო ფესტივალი

გიორგი ცაბაძე 100 - საიუბილეო ფესტივალი
10, პ. მელიქიშვილის გამზ.
ბილეთის ფასი
დან 75
advertising
ქართული

აღწერა

7-8 თებერვალს - თბილისის საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გიორგი ცაბაძის 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი, კონცერტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, როგორც რეპერტუარით, ასევე მონაწილეებით, საღამოები დატვირთული იქნება ახლებური ვერსიების პრემიერებითა და თეატრალური დადგმებით.

,,გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში“ - ამ თემას მიეძღვნება კომპოზიტორის საიუბილეო გალა კონცერტი თბილისში, რომელშიც მონაწილეობას ყველასათვის საყვარელი არტისტები მიიღებენ, მაყურებელი ერთ სცენაზე იხილავს, როგორც კინოსა და თეატრის, ასევე ესტრადის არაერთ ვარსკვლავს. საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრისა და დავით მაზანაშვილის ბენდის თანხლებით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაჟღერდება კომპოზიციები, გაცოცხლდება სცენები ცნობილი მიუზიკლებიდან, კინოსა თუ სპექტაკლებიდან. მოისმენთ ამბებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან, რომელიც ამ დრომდე არ გაჟღერებულა.

ფოტო და ვიდეო

გიორგი ცაბაძე 100 - საიუბილეო ფესტივალი

ადგილი

Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ფილარმონიაში Mercure Hotel-ში, განსაცვიფრებელი ახალი დამატება ცოცხალი ქალაქის ცენტრში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება