გიორგი ცხადაძე და მიშო კვინიკაძე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გიორგი ცხადაძე და მიშო კვინიკაძე

გიორგი ცხადაძე და მიშო კვინიკაძე

გიორგი ცხადაძე და მიშო კვინიკაძე
44, Aghmashenebeli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 26.40
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“ და სასტუმრო RED RADISSON TBILISI აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი სალონური შეხვედრების ციკლს, რომელსაც ერთობ მიმზიდველი შინაარსი გააჩნია. სალონური შეხვედრების კარი ღიაა ქართული და უცხოური საზოგადოების ყველა ფენისთვის. სალონურ შეხვედრებს წარუძღვებიან, კონკრეტულ დღეს მოწვეული, განათლებული და თავიანთ სფეროში წარჩინებული პირნი. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, რომელიც გამუდმებით ბედნიერების ძიებაშია. სალონურ შეხვედრებზე განსაკუთრებული ადგილი მუსიკას დაეთმობა. მუსიკა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. მუსიკალური ბგერა, ენერგიის ყველაზე ძლიერი გამტარია. დავტკბებით გასტრონომიული სივრცის „ფოსტის“ კულინარიული მრავალფეროვნებით. 22 ნოემბერს, სალონური შეხვედრის მოწვეული სტუმრები არიან მსახიობი და მომღერალი, გიორგი ცხადაძე და პიანისტი მიშო კვინიკაძე. ყოველ შეხვედრაზე მოეწყობა ვიქტორინა -''რამდენად კარგად იცნობ თბილისს“, სადაც სტუმრებისთვის გათამაშდება სხვადასხვა პრიზი. გამარჯვებული გახდება ის, ვინც სწორად უპასუხებს წამყვანის მიერ თბილისის ისტორიიდან დასმულ შეკითხვებს.

ფოტო და ვიდეო

გიორგი ცხადაძე და მიშო კვინიკაძე

ადგილი

Radisson RED Tbilisi
მიიღეთ ისტორიის, კრეატიულობისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის უნიკალური ნაზავი, აამაღლეთ თქვენი ყოფნა ახალ სიმაღლეებზე. ქალაქის ცენტრში, ჩვენი სასტუმრო მდებარეობს 100 წლის წინანდელ ფოსტის შენობაში, სიმბოლო დავით აღმაშენებლის გამზირზე. ჩვენი 111 ელეგანტური ოთახი და ლუქსი შთაგონებულია ისტორიული ელემენტების თამამ დიზაინთან შერწყმით. დაუვიწყარი კულინარიული მოგზაურობისთვის აღმოაჩინე საფირმო კოქტეილებისა და ქართული სპეციალობების შერწყმა Posta-ში. როგორც შინაურ ცხოველებზე მორგებულ სასტუმროს, შეგიძლიათ თქვენი კატა ან ძაღლი წაიყვანოთ თბილისურ თავგადასავალში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება