ქართული კვალი მოდის და ხელოვნების ისტორიაში
ნათელა ფოცხვერიას ლექცია (ნათელი თბილისი)
რა აქვთ საერთო სვანურ ვერცხლის სამკაულებს, ლეგენდარულ ჩაფრასტებს, კრისტიან ლაკრუასთან დაგურულ ხალხურ კოსტუმებს სალვადორ დალის ნახატებთან? შანელის მაღალი მოდის არქივიდან დემნას რადიკალურ მინიმალიზმამდე, კარტიეს ლეგენდარული საცავებიდან ჯონ გალიანოს თეატრალურ სამყარომდე საქართველომ ნატიფი და ამავდროულად წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მოდასა და ხელოვნებაში.
ნათელა ფოცხვერიას დაფუძნებულია პოპულარული კულტურული პლატფორმა „ნათელი თბილისი“. გლობალურ მოდის რუქაზე კი საქართველოს ადგილის კვლევას ემსახურება მისივე დაარსებული კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი - Georgian Infusion.
მოდის ჟურნალისტ ნათელა ფოცხვერიასთან ერთად, რომელსაც Harper's Bazaar-ში, Vogue-ში, ენდი უორჰოლის Interview-ში, InStyle-ში, Robb Report-სა და სხვა გამოცემებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, იმოგზაურებთ მოდის უსაზღვრო სამყაროში.
ამ ექსკლუზიურ ლექციაზე ნათელა მოგვითხრობს საინტერესო ისტორიებს იმ ქართველ არისტოკრატებზე, რომლებიც ევროპული სილამაზის ბრენდების სათავესთან იდგნენ, და Cartier-ს ულამაზეს სამკაულებშიკოლხური ხელოვნების კვალზე, ასევე მომავალი გამოფენის ზოგიერთ დეტალზე.
ეს ლექცია მსოფლიო მოდის ბევრისთვის უცნობ არა ერთ ფაქტს ეძღვნება, რომელთა ცენტრში საქართველოა და იმ გავლენას, რომელიც საქართველომ დატოვა მსოფლიო მოდისა და სტილის ისტორიაში.
ლექცია ჩატარდება რუსულ ენაზე.
დასაწყისი: 19:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
ლექსიის ხანგრძლივობა - 1,5 საათი